Accessibility links

4 მაისიდან ესპანეთში დაიწყო შეზღუდვების შემსუბუქების „ნულოვანი ფაზა“


ესპანეთის სანაპირო კარანტინის შეზღუდვის შემდეგ

4 მაისიდან ესპანეთის ძალაში შევიდა კარანტინის შემსუბუქების „ნულოვანი ფაზა“, რაც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების ეტაპობრივი შერბილების სამთავრობო გეგმის პირველი ნაბიჯია.

ორშაბათიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გაიხსნება პატარა მაღაზიები და საპარიკმახეროები. მუშაობას განაახლებენ რესტორნებიც, სადაც საჭმლის ყიდვა შესაძლებელი იქნება გატანით.

მანამდე შაბათს, ესპანეთის მოქალაქეებს სუფთა ჰაერზე, პარკებსა და სანაპიროებზე ვარჯიშისა და სეირნობის უფლება მიეცათ.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ოთხშაბათს პარლამენტს მეოთხედ მიმართავს საგანგებო მდგომარეობის გასაგრძელებლად, ახალი რეალობის გათვალისწინებით. გადაწყვეტილებას კანონმდებელთა უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ესპანეთი, რომელიც კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზეა, ივნისის ბოლოს დაუბრუნდება „ნორმალურ ვითარებას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG