Accessibility links

იულია ტიმოშენკომ 5,5 მილიონი დოლარის კომპენსაცია მიიღო პოლიტიკური რეპრესიებისთვის


უკრაინელმა პოლიტიკოსმა, პარტია და საპარლამენტო ფრაქცია "ბატკივშჩინას" ლიდერმა, იულია ტიმოშენკომ 5,5 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაცია მიიღო ზარალისთვის, რომელიც მას პოლიტიკური დევნის გამო მიადგა.

ეს ირკვევა ტიმოშენკოს დეკლარაციიდან, რომელიც გამოქვეყნდა კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს ვებსაიტზე. დოკუმენტში არის ჩანაწერი 24 აპრილს 148 მილიონ გრივნაზე მეტის ოდენობის თანხის მიღებაზე - რაც დაახლოებით ხუთნახევარი მილიონი დოლარია. შემოსავლის ტიპად დასახელებულია "კომპენსაცია ზიანისა, რომელიც დადგა 2011-2014 წლების პოლიტიკური რეპრესიების შედეგად". თანხა მიღებულ იქნა აშშ-ში, სასამართლომდელი შეთანხმების სტადიაზე. თანხების წყაროდ მითითებულია კომპანია Reid, Collins, Tsai LPP, რომელიც ტეხასშია რეგისტრირებული.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური იუწყება, რომ ცდილობს კომენტარის მიღებას ტიმოშენკოს წარმომადგენლებისგან.

2011 წელს, ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის პერიოდში, იულია ტიმოშენკო დამნაშავედ სცნეს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, 2009 წელს გაზის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმებისას რუსეთთან. მას მიუსაჯეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და მილიონნახევარი გრივნის გადახდა "ნაფტოგაზისთვის". ციხიდან გამოსვლა ტიმოშენკომ შესძლო მხოლოდ 2014 წელს, ევრომაიდნის მოვლენების და იანუკოვიჩის ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG