Accessibility links

ბრიტანეთის მთავრობა ეჭვობს, რომ მოსკოვთან დაკავშირებული ჰაკერები კორონავირუსის ვაქცინის მონაცემებზე ნადირობენ


კიბერუსაფრთხოების სფეროში ბრიტანეთის სამთავრობო ექსპერტები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ "მტრულად განწყობილი სახელმწიფოები" ჰაკერული თავდასხმებით ცდილობენ წვდომის მოპოვებას ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მონაცემებზე.

ამის შესახებ იუწყება ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი. გაზეთს მოაქვს კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის თანამშრომლების დასკვნები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ამგვარი თავდასხმების რაოდენობამ მოიმატა და ამგვარ მოქმედებას "დასაგმობს" უწოდებენ. ექსპერტების შეფასებით, თავდასხმების უკან დგანან რუსეთი და ირანი და აგრეთვე, სავარაუდოდ, ჩინეთის ხელმძღვანელობა.

COVID-19-თან დაკავშირებულ სამედიცინო კვლევებში ამჟამად ჩართულია ათობით უნივერსიტეტი და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. მოცემულ მომენტში არ მტკიცდება ის, რომ ჰაკერებმა შეძლეს ამ სტრუქტურებიდან რომელიმეში შეღწევა, - აღნიშნავენ ექსპერტები.

ოქსფორდის უნივერსიტეტმა, რომელიც მსოფლიოში ვაქცინის ძიების პროცესში ერთ-ერთ ლიდერად ითვლება, ახლახან დაიწყო კლინიკური ცდები მოხალისეებზე. უნივერსიტეტი აცხადებს, რომ მჭიდროდ თანამშრომლობს ხელისუფლებასთან, რათა მისი კვლევები დაცული იყოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG