Accessibility links

ქუთაისსა და ბათუმში შესვლა-გამოსვლის აკრძალვა გაუქმებულია


ქუთაისის შესასვლელი

დღეიდან, 5 მაისიდან ისევ შეუზღუდავად შეიძლება ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა.

კორონავირუსის მასობრივად გავრცელების შესაჩერებლად 15 აპრილს დაწესებული შეზღუდვის გაუქმება 4 მაისს გადაწყვიტა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ. დღემდე ქუთაისელებს და ბათუმელებს ქალაქიდან გასვლა აკრძალული ჰქონდათ, ქალაქებში შესვლა კი შეეძლოთ მხოლოდ იქ რეგისტრირებულ მოქალაქეებს.

ქუთაისსა და ბათუმში მუშაობას განაგრძობენ საკონტროლო-გამშვები საგუშაგოები, სადაც მოქალაქეთა თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები ე.წ. კომენდანტის საათის, მგზავრთა გადაყვანის და ავტომობილით გადაადგილების წესების დაცვას აკონტროლებენ.

ისევ აკრძალულია თბილისსა და რუსთავში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 4 მაისს თქვა, რომ თბილისის და რუსთავის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებენ, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG