Accessibility links

ამერიკული სამხედრო გემები ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირველად შევიდნენ ბარენცის ზღვაში


ამერიკული სამხედრო გემი "დონალდ კუკი"

ბარენცის ზღვის აკვატორიაში შევიდა 4 ამერიკული სამხედრო გემი, მათ შორის „პორტერი“ და „დონალდ კუკი“ და ბრიტანული გემი „კენტი“.

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობის ინფორმაციით, ოპერაციის მიზანია ჩრდილოეთ პოლარული წრის მიღმა, რთულ ბუნებრივ პირობებში საზღვაო ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რადგან არქტიკის მკაცრი კლიმატიური პირობები მუდმივ ყურადღებას და პრაქტიკას მოითხოვს.

ამერიკული წყალქვეშა ნავებისგან განსხვავებით, ზღვის ზედაპირზე მცურავი ამერიკული სამხედრო გემები ბარენცის ზღვაში 80-იანი წლების შუა პერიოდიდან აღარ შესულან.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინასწარ შეატყობინა ბარენცის ზღვაში დაგეგმილი ოპერაციის შესახებ, რათა თავიდან აიცილოს რაიმე გაუგებრობა და დაძაბულობის ესკალაცია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ამერიკულ და ბრიტანულ ხომალდებს თვალ-ყურს ადევნებენ ჩრდილოეთის ფლოტის გემებიდან.

არქტიკაში შექმნილი ვითარება აშშ-ის შეშფოთების ერთ-ერთი მიზეზია ამ რეგიონში რუსეთის და ჩინეთის აქტიურობის გამო.

მარტში, არქტიკაში დაიწყო ნატოს სამხედრო წვრთნები, თუმცა, ვადაზე ადრე შეწყდა კორონავირუსის პანდემიის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG