Accessibility links

ბოჭორიშვილის კლინიკაში covid-19-ით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ ჰყავთ


აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას ბოლო დღეების განმავლობაში პირველად covid-19-ით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ დამატებია. როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რიცხვები ბევრ რამეს გვიჩვენებს:

„დღეს მაგალითად გვაქვს 1 გამოჯანმრთელება და არც ერთი ახალი დადასტურებული პაციენტი. უკვე დასკვნას თქვენ ყველანი მარტივად გააკეთებთ. თუ ძველ პერიოდს არ გავითვალისწინებთ, ამ ბოლო დღეების განმავლობაში პირველი შემთხვევაა ჩვენი კლინიკის სტატისტიკით. ამიტომ გვაქვს იმის საფუძველი რომ ვენდოთ კვლევებს“, -განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა კითხვაზე, იზიარებს თუ არა იმ კვლევების შედეგებს, რომლის თანახმადაც საქართველო covid-19-ს ივნისის დასაწყისისთვის დაამარცხებს.

მაკა სოლოღაშვილის თანახმად, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ დროისათვის covid-19-ის დადასტურებული შემთხვევით 66 პაციენტი მკურნალობს. მათგან 12 მოზარდია. ექიმის განმარტებით, რეანიმაციაში 1 პაციენტია, 11-ის მდგომარეობა კი საყურადღებოდ ითვლება.

გასულ 24 საათში, საქართველოში 593-დან 604-მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი. გამოჯანმრთელებულია 240 ადამიანი, გარდაიცვალა-9.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG