Accessibility links

COVID-19-ის 11 ახალი შემთხვევიდან 10 ბოლნისის წყაროა


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით გასული 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსის 11 დადასტურებული შემთხვევიდან 10 ბოლნისს უკავშირდება, ხოლო ერთის წყაროს მოძიება გრძელდება.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, მარინა ეზუგბაიას თანახმად, კლინიკაში ამ ეტაპზე 57 პაციენტი მკურნალობს. მათგან 54 ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა, 3 კი შესაძლო შემთხვევა და მათზე კვლევა მიმდინარეობს. მარინა ეზუგბაიას თქმით, კლინიკას 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19-ი ინფიცირებული ახალი პაციენტი არ დამატებია.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გაუარესებულია საავადმყოფოში მყოფი 1 კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა.

„ჯერჯერობით კვლავ კრიტიკულია და მართვას და დასტაბილურებას არ ემორჩილება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. მისი თქმით, აღნიშნული პაციენტისგან განსხვავებით სტაბილურია იმ 7 პაციენტის მდგომარეობა, რომელთაც პნევმონია აქვთ.

გასულ 24 საათში, საქართველოში 593-დან 604-მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი. გამოჯანმრთელებულია 240 ადამიანი, გარდაიცვალა-9.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG