Accessibility links

ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის 107 პირი დააჯარიმეს


პოლიციამ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის 107 ადამიანი დააჯარიმა. მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური აქვეყნებს.

ყველაზე მეტი ადამიანი (86) კვლავაც ე.წ. კომენდანტის საათის დროს ქუჩაში ყოფნის დროს დააჯარიმეს, 16 პირი კი შეკრებისა და დისტანციის წესის დარღვევისთვის. დაჯარიმებულთა შორის მოხვდნენ თვითიზოლაციის წესის დამრღვევი (1) და ავტომობილით მგზავრთა გადაყვანის წესების დამრღვევევები (4). სულ გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 321 ათასი ლარია.

31 მარტიდან დღემდე პოლიციამ სულ 6 419 ჯარიმა გამოწერა. მათგან 6 410 ფიზიკურ პირებზე, 9 კი იურიდიულ პირებზე. ფიზიკური პირებისთვის სახდელი 3 ათასი ლარია, იურიდიული პირებისთვის კი - 15 ათასი. ჯამურად ჯარიმების მოცულობა 19 მლნ ლარს აღემატება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG