Accessibility links

საუნივერსიტეტო კლინიკიდან 6 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება, ელოდებიან კიდევ 10-ის პასუხს


პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს 6 პაციენტი დატოვებს, ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა უთხრა. მისი თქმით, კლინიკაში დღის განმავლობაში გამოჯანმრთელების დასადგენად კიდევ 10 პაციენტის მეორადი ტესტირების შედეგებს ელოდებიან.

„პირველადი პასუხი მიღებული გვაქვს 10 პაციენტზე. იმედია, რომ ათივესთან განმეორებითი უარყოფითი მოვა და დღის ბოლოსათვის კიდევ 10 პაციენტი დატოვებს ჩვენს კლინიკას“, - განაცხადა ლევან რატიანმა. მისი თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას covid-19-ის დადასტურებული შემთხვევით ახალი პაციენტი არ დამატებია.

ექიმის თანახმად, ამ ეტაპზე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში covid-19-ით ინფიცირებული 61 პაციენტი მკურნალობს, მათგან 5 რეანიმაციულ განყოფილებაშია. ლევან რატიანის თქმით, მართვით სუნთქვაზე მყოფი 2 პაციენტიდან, ერთის მდგომარეობა მძიმეა, მეორის კი - სტაბილური.

გასულ 24 საათში, საქართველოში 593-დან 604-მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი. გამოჯანმრთელებულია 240 ადამიანი, გარდაიცვალა 9.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG