Accessibility links

logo-print logo-print

ქმარი ცოლზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს


შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოლზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლისა და მუქარის ბრალდებით ქმარი დააკავა. მას ოჯახში ძალადობის, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარისა და შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების შეუსრულებლობის ბრალდება სამი მუხლით წაუყენეს.

"ბრალდებული სისტემატურად მიდიოდა ცოლის დროებით საცხოვრებელ ბინაში და მასთან ამყარებდა ვერბალური კომუნიკაციას, რითაც იგი არღვევდა მეუღლის მიმართ მის მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებულ მოთხოვნებსა და ვალდებულებებს", - აღნიშნულია შსს-ს გავრცელებულ განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით და 11 პრიმა - 381-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG