Accessibility links

ლევან რატიანი: ჩვენი კლინიკა რამდენიმე კვირაში კოვიდინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს


ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თანახმად, გასული 24 საათის განმავლობაში კლინიკას Covid-19-ის ახალი დადასტურებული შემთხვევით პაციენტი არ დამატებია:

„იმედია, ასე გაგრძელდება და ჩვენი კლინიკა რამოდენიმე კვირაში კოვიდინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს“, - უთხრა ჟურნალისტებს ლევან რატიანმა.

მისი თქმით, კლინიკას დღეს 6 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს, დღის განმავლობაში კი კიდევ 10 პირის განმეორებითი ტესტირების პასუხები გახდება ცნობილი.

კლინიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 61 პაციენტიდან, 5-ის მდგომარეობაა მძიმე. მათგან 2 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

გასულ 24 საათში, საქართველოში 593-დან 604-მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი. გამოჯანმრთელებულია 240 ადამიანი, გარდაიცვალა 9.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG