Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანმა ავღანეთის მთავრობას მოუწოდა, დააჩქაროს პატიმრების გათავისუფლება


თალიბანმა ავღანეთის მთავრობას მოუწოდა, დააჩქაროს პატიმრების გათავისუფლება, რათა გზა გაეხსნას გასამხედროებულ მოძრაობასა და ქაბულს შორის მოლაპარაკებებს.

მნიშვნელოვანი შეთანხმების მიხედვით, რომელსაც 29 თებერვალს მოაწერეს ხელი თალიბებმა და აშშ-მა, ავღანეთის ხელისუფლებამ ნდობის აღდგენისთვის თალიბანის 5000 მეომარი უნდა გაათავისუფლოს ოფიციალური სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებამდე, რომლის მიზანია, ბოლო მოეღოს 18-წლიან კონფლიქტს.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს თალიბების მიერ ავღანეთის სამთავრობო ძალების 1000-მდე წარმომადგენლის გათავისუფლებას.

როგორც თალიბანის წარმომადგენელმა, სუჰაილ შაჰინმა განაცხადა, უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში ავღანეთის ციხეებიდან გათავისუფლებულია თალიბანის 300 პატიმარი, რასაც დაჯგუფება მიესალმება, თუმცა ეს არ არის საკმარისი სამშვიდობო პროცესის დასაჩქარებლად.

დღემდე ავღანეთის ხელისუფლებამ ციხეებიდან გაათავისუფლა 750-მდე თალიბი, იტყობინება ავღანეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს ოფისი. მისივე ინფორმაციით, თალიბებმა გაათავისუფლეს ავღანეთის სამთავრობო ძალების 112 წარმომადგენელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG