Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკატერინე ტიკარაძე: სასწრაფოს ექიმები მისამართზე იმ იდენტიფიცირებით არ მიდიან რაც საჭიროა


ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით ჩატარებულია არაერთი ტრენინგი სამედიცინო პერსონალის პირადი დაცვის საშუალებების მოხმარებასთან დაკავშრებით, თუმცა იკვეთება გარკვეული ხარვეზები.

„ხშირ შემთხვევაში არ ხდება მისამართზე მისვლა იმ იდენტიფიცირებით, რაც აუცილებლად საჭიროა აუცილებად მოხდეს ზარის განხორციელების მომენტში და მე, როგორც მოქალაქე ვსაუბრობ, რომ აუცილებელია ზუსტად ავსახოთ ის ჩივილები, რომელიც გვაქვს, დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ გვაქვს სიცხე, ამ შემთხვევაში ეკიპაჟი მოახდენს სრულ აღჭურვას და მისამართზე მივა სრულიად უსაფრთხოდ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებთან შეხვედრის და მათ საჭიროებების გაცნობის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში.

ჯანდაცვის მინისტრის განხცადებით, ასევე არ არის ეთიკური დაინფიცერებული ადამიანის განხილვა, მისი როგორც პროფესიული ჯგუფის მიკუთვნებულობის მიხედვით,„კოვიდინფექციამ არ იცის ვინ არის მისი მსხვერპლი. სამედიცინო ეთიკიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ეს კომპონეტი“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ, რომლის თქმითაც, ამის მიუხედავად მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალის ინფიცირების ადგილის დეტალური შესწვლა

„თუ რომელ კომპონენტს ჰქონდა ამ შემთხვევაში ადგილი , რათა ჩვენ გავითვალისწინოთ, როგორც ადამიანური ფაქტორი - ხდებოდა თუ არა მედპერსონალის მხრიდან ზუსტად შესრულება პროცედურების და ზუსტად იყო თუ არა დაცული ყველა ის პროტოკოლი, რომელიც მოწოდებულია საქართველოს ტერიტორიაზე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ“,- განაცახდა ეკატერინე ტიკარაძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავისურით 72 მედპერსონალია ინფიცირებული. ინფიცირებულები არიან, კლინიკის ექიმები, მედდები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, სამედიცინო პერსონალის კორონავირუსით ინფიცირების ეს რიცხვი, საქართველოში ინფიცირებულთა დაახლოებით 12,7%-ს შეადგენს.

ამავე თემაზე: რატომ გვყავს 70-ზე მეტი COVID-ინფიცირებული ექიმი და ექთანი?

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG