Accessibility links

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, განიხილება მედპერსონალის 7 დღეში ერთხელ ტესტირების საკითხი


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მოქმედი პროტოკოლის თანახმად, მედპერსონალის, როგორც COVID-19-ის რისკჯგუფის ტესტირება ორ კვირაში ერთხელ ხდება, თუმცა შეიძლება დადგეს აღნიშნული ორკვირიანი პერიოდის 7 დღემდე შემცირების საკითხიც:

„თუ ეს იქნება თანხვედრაში მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლთან, მზად ვართ შევცვალოთ პროტოკოლი და გადავიყვანოთ ექიმები ყოველ 7 დღეზე ტესტირებაზე. ეს არის დღესდღეობით განხილვის საგანი, გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ამას ყველაფერს ჩვენ შევაჯერებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებთან შეხვედრის და მათი საჭიროებების გაცნობის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 72 მედპერსონალია ინფიცირებული. ინფიცირებულები არიან კლინიკის ექიმები, მედდები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, სამედიცინო პერსონალის კორონავირუსით ინფიცირების ეს რიცხვი, საქართველოში ინფიცირებულთა დაახლოებით 12,7%-ს შეადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG