Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინფიცირების 604 შემთხვევიდან 198 ბოლნისში, მარნეულსა და თეთრიწყაროშია დადასტურებული


საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თანახმად, ამ დროისათვის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ქვემო ქართლი და განსაკუთრებით მისი სამი მუნიციპალიტეტი ბოლნისი, მარნეული და თეთრიწყარო. ამირან გამყრელიძის თანახმად, ამ სამ მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის 198 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის ყველაზე მეტი ინფიცირებული ბოლნისის მუნიციპალიტეტშია:

"განსაკუთრებით მაღალი დასნებოვნება გვაქვს ბოლნისში, 117 დადებითი შემთხვევა, შემდეგ თეთრიწყაროში 48 და შემდეგ მარნეულში 33. ამიტომ ამ რეგიონში მიმდინარეობის მოსახლეობის ინტენსიური კვლევა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ

მისი თქმით, ქვემო ქართლის აღნიშნულ 3 მუნიციპალიტეტში PCR ტესტირება 2000-მდე ადამიანს ჩაუტარდა და გრძელდება მუშაობა ინფიცირებულთა ადრეულ სტადიაზე გამოსავლენად.

საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად 604 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 240 განიკურნა, 9 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG