Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამყრელიძე: ვიცი, Facebook-ზე ბევრი ამბობს ჩემზე, "გამოვა და იტყვის 2-3 კვირას"


დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში ის ორ-სამ-კვირიანი პერიოდი არ გასულა, რომელსაც ის აანონსებდა. ამის შესახებ მან ცენტრიდან პირდაპირი ეთერის დროს ისაუბრა.

"ვიცი, Facebook-ზე ბევრი ამბობს [ხუმრობს], გამოვა გამყრელიძე და იტყვის 2-3 კვირა, კიდევ 2-3 კვირა. არა, ბატონო, თავიდანვე ვთქვი, რომ ახალ ველოსიპედს ჩვენ ვერ გამოვიყენებთ, შიდა გავრცელბიდან მე-6, მე-7, მე-8 კვირა არის ხოლმე ყოველთვის საფრთხილო. შიდა გავრცელება დაიწყო 23 მარტს, იქედან გადათვალეთ, ვართ მე-7 კვირაში", - თქვა მან.

საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად 604 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 240 განიკურნა, 9 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG