Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოჯანმრთელდა COVID – 19-ით ინფიცირებული, რომელიც სახლში მკურნალობდა


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა „ფეისბუკის“ პირდაპირ ეთერში უპასუხა რადიო თავისუფლების შეკითხვას, საქართველოში COVID -19-ით ინფიცირებული ერთი პაციენტის მდგომარეობის შესახებ, რომელიც სახლში მკურნალობდა.

„შემიძლია, გაგახაროთ, რომ ის გამოჯანმრთელდა. ამჟამად სხვა არავინ მკურნალობს სახლში. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მედგრად უძლებს დაავადებულთა ამ რაოდენობას, რაც ახლა გვყავს. ეს კარგია ორი მიზეზის გამო - პირველი ის, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამ მხრივ, უფრო კარგად არის მართული, იმიტომ, რომ დაავადებული ადამიანები ამ გარემოში იზოლირებულები არიან. მეორე ის, რომ მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა მიმდინარეობს მათ ჯანმრთელობაზე. როგორც ცნობილია, ამ დაავადებას ახასიათებს ძალიან მოულოდნელი და სწრაფი დამძიმება. როდესაც დამძიმებისკენ პროგრესირებს შემთხვევა, ადრეულ ეტაპზე ხდება მათი გამოვლენა და ადეკვატური მართვა კლინიკური სპეციალისტების მიერ“, - თქვა ზახაშვილმა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა შინ მკურნალობის პროტოკოლი, რომლის თანახმადაც, COVID – 19-ით ინფიცირებული მსუბუქი პაციენტების მართვა პირველადი ჯანდაცვის რგოლს, ოჯახის ექიმებს და თავად პაციენტებს დაეკისრათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG