Accessibility links

ემომალი რახმონმა თანამდებობიდან გადააყენა ტაჯიკეთის ჯანდაცვის მინისტრი


ჯამოლიდინ აბდულოზოდა და ნასიმ ოლიმზოდა

ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რახმონმა 5 მაისს თანამდებობიდან გადააყენა ჯანდაცვის მინისტრი ნასიმ ოლიმოზდა, რომელსაც ამ პოსტზე სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ჯამოლიდინ აბდულოზოდა შეცვლის.

ოლიმოზდა, რომელიც თანამდებობაზე 2017 წლიდან მუშაობს, პრეზიდენტმა თანადებობიდან გადააყენა ზოგადი ფორმულირებით - „სხვა სამუშაოზე გადასვლასთან დაკავშირებით“.

ჯანადაცვის მინისტრის შეცვლის ფონია ტაჯიკეთში კორონავირუსით დაავადების მატება. ხელისუფლება თავდაპირველად საერთოდ უარყოფდა ქვეყანაში კორონავირუსის არსებობას. მაგრამ 30 აპრილს, ტაჯიკეთში მსოფლიო ჯანადაცვის ორგანიზაციის (WHO) ექსპერტების ვიზიტის წინ გაირკვა, რომ კორონავირუსი აღმოაჩნდა პირველ 15 კაცს.

რამდენიმე დღეში ოფიციალური სტატისტიკა 20-ჯერ გაიზარდა, ხოლო კორონავირუსით ტაჯიკეთში 5 კაცი გარდაიცვალა.

რადიო თავისუფლებსი ტაჯიკური სამსახურის ცნობით, ქვეყანაში დაიხურა სკოლები და საბავშვო ბაღები, სახელმწიფო უწყებებში პირბადის გარეშე სიარული აკრძალულია, ხოლო დუშანბეს ხელისუფლებამ 29 აპრილს 11 მაისამდე დახურა დედაქალაქის ყველა არასასურსათო ბაზარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG