Accessibility links

ხათუნა ზახაშვილი განმარტავს, რატომ ეკრძალება ოჯახის წევრს მძღოლის გვერდით დაჯდომა


„ფეისბუკზე“ მიმდინარე პირდაპირ ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა ავტომანქანაში მძღოლის გვერდით მისი ოჯახის წევრის დაჯდომის აკრძალვას.

„ეს არის კიდევ ერთი საერთაშორისო რეკომენდაცია, რომელიც არსებობს ბევრ ქვეყანაში: რეკომენდებულია, რომ მძღოლი იჯდეს ცალკე და მასთან მცირედით უნდა იყოს ჩაწეული ფანჯარა, რაც იმ ტერიტორიის მაღალ აირაციას უზრუნველყოფს და ცირკულაციას აუმჯობესებს ავტომობილში. რაც შეეხება ოჯახის წევრის მძღოლის გვერდით დაჯდომის აკრძალვის საკითხს (რადგან სხვა სივრცეში ისინი ერთად არიან) როგორ უნდა ამოწმო მძღოლის გვერდით, მისი ოჯახის წევრი ზის თუ სხვა ადამიანი?! არაფერი არ დაშავდება თუ სხვა მგზავრები უკანა სავარძელზე ისხდებიან. მერწმუნეთ, რისკები ასე უფრო შემცირდება“, - განმარტავს ზახაშვილი.

საქართველოში 5 მაისს, 21:00 საათის მდგომარეობით, არის კორონავირუსის 604 დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 240, გარდაიცვალა 9 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 4919. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 497. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG