Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ლომჯარია: მთავრობის გეგმაში შშმ პირთა საჭიროებები სათანადოდ არ არის გათვალისწინებული


ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაში, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში შექმნილი გამოწვევების პასუხად მნიშვნელოვან ასპექტებს მოიცავს, -შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა საჭიროებებს სათანადოდ არ არის გათვალისწინებული.

„გეგმის თანახმად, სოციალური ბენეფიტით ისარგებლებენ მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შშმ ბავშვები, ხოლო მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შშმ პირები ასევე, დაუნის სინდრომისა და აუტიზმის მქონე ბავშვების ნაწილი, რომლებსაც შეფასების მოქმედი მოდელის ხარვეზიანობის გამო არ აქვთ განსაზღვრული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი, დახმარების გარეშე რჩებიან“, - ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში .

ნინო ლომჯარია კერძოდ მიიჩნევს, რომ მსგავსი სოციალური პოლიტიკა შშმ პირებთან მიმართებით არ არის მართებული, რადგან გეგმით გათვალისწინებული ბენეფიტებით სარგებლობა ეფუძნება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შეფასების სამედიცინო მოდელის მიხედვით დადგენილ“ სტატუსს. აღნიშნული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გეგმის ეფექტურობას, რადგან დახმარება უნდა ეფუძნებოდეს არა შეზღუდვის სამედიცინო ხარისხს, არამედ ამ პირთა რეალურ სოციალურ საჭიროებებს, რომელიც მოცემულ ვითარებაში აქვთ დასახელებულ პირებს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას, გადახედოს ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას მასში გაითვალისწინოს შშმ პირთა მხარდამჭერი ღონისძიებები, მათი სოციალური საჭიროებების შესაბამისად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG