Accessibility links

ლაგოდეხში კომენდანტის საათის დროს მაღაზიის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს


ორი პირი დააკავეს ლაგოდეხში ტექნიკის მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით, - უთხრეს რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში. ამოღებულია მოპარული ტექნიკის, მობილური ტელეფონების დიდი ნაწილი. დაკავებულები 18-20 წლის ახალგაზრდები არიან.

ლაგოდეხში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე ტექნიკის მაღაზია კვირას, 3 მაისს გაქურდეს.

მაღაზიის მეპატრონემ თქვა, რომ მოპარულია დაახლოებით 30 ათასი ლარის ღირებულების ტექნიკა, მათ შორის მობილური ტელეფონები. აღსანიშნავია, რომ ქურდობა 3 მაისს კომენდანტის საათის დროს მოხდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG