Accessibility links

ბრიტანეთმა ევროპაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვით


დიდმა ბრიტანეთმა COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით გაუსწრო იტალიას, რომელიც ბოლო დრომდე ევროპაში პირველ ადგილზე იყო ლეტალური შედეგების მაჩვენებლით.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის კორონავირუსის კვლევის ცენტრის მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში უკვე გარდაცვლილია 29 500-ზე მეტი ადამიანი. იტალიაში 29 300-ზე მეტი.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დომინიკ რააბის განცხადებით, რეალური და სრული სურათის დანახვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ პანდემიის დასრულების შემდეგ.

გაერთიანებულ სამეფოში ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 196 000-ს აჭარბებს, რაც მსოფლიოში მეოთხე მაჩვენებელია აშშ-ის, ესპანეთის და იტალიის შემდეგ.

ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მთავრობას აკრიტიკებს იმის გამო, რომ ეპიდაფეთქებას სწრაფი რეაგირებით არ უპასუხა, შემზღუდავი ზომების მიღება დააგვიანა და ვერ უზრუნველყო მასობრივი ტესტირება და სამედიცინო პერსონალის სათანადოდ აღჭურვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG