Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რელიგიური დღესასწაულის გამო გორში ხალხმრავლობას ელოდებიან


გორიჯვრის ტაძრისკენ მიმავალი გზა(საარქივო ფოტო)
გორიჯვრის ტაძრისკენ მიმავალი გზა(საარქივო ფოტო)

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 6 მაისს აღნიშნავს გიორგობის დღესასწაულს. კორონავირუსის გავრცელების გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების, მათ შორის ერთ სივრცეში 3 პირზე მეტის შეკრების აკრძალვის მიუხედავად, საპატრიარქო მრევლს ტაძრებში მისვლას არ უზღუდავს და მხოლოდ სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს. სახელმწიფო ამ დარღვევაზე პრაქტიკულად, არ რეაგირებს.

გიორგობის დღესასწაულზე, როგორც წესი, განსაკუთრებული ხალხმრავლობაა გორში, გორიჯვრის მთაზე მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარსა და მის ეზოში.

შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ტაძრისკენ მიმავალი გზა ავტომანქანებისთვის დაიკეტება და ადგილზე ვითარებას პოლიცია გააკონტროლებს. ტაძრამდე ფეხით მისვლა არ იკრძალება.

„თუმცა, ყველას მოუწევს ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული რეკომენდაციების დაცვა, ეს იქნება დისტანცია, ადამიანების შეკრების შეზღუდვა, თუ დახურულ სივრცეში პირბადის გამოყენება“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს მუდმივად მოუწოდებენ, არ შეიკრიბონ ერთ სივრცეში, მათ შორის ეკლესიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG