Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილში არსებული სურათი გაუარესდა


თბილისის მერის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიამ უარყოფითი გავლენა მოახდინა დედაქალაქის ეკონომიკაზეც და საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილში არსებული სურათი გაუარესდა.

თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ თქვა, რომ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა კერძო სექტორი, მაგრამ მუნიციპალიტეტი და ცენტრალური ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ გვერდში დაუდგნენ ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულ კომპანიებს.

„ჩვენ მოგვიწევს გაათმაგებული და გაასმაგებული შემართებით მუშაობა იმისთვის, რომ მინიმუმ დავბრუნდეთ იმ მდგომარეობაზე, რომელიც პანდემიამდე გვქონდა“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეწყვეტილი იყო საპრივატიზაციო პროცესი და შენობების და ნაკვეთების გაყიდვა, რომელიც დღეიდან გაგრძელდება.

კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, მოიძიონ დამატებითი საპრივატიზაციო აქტივები, რაც, ერთი მხრივ, მუნიციპალიტეტს შემოსავალს მოუტანს და, მეორე მხრივ, გაზრდის კერძო სექტორში აქტივობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG