Accessibility links

ფრიდომ ჰაუსი გამოდის გაფრთხილებით "დემოკრატიის ჩამოშლაზე" ევროპის და ევრაზიის ქვეყნებში


აშშ-ში დაფუძნებული, დემოკრატიაზე დამკვირვებელი ორგანიზაცია, „ფრიდომ ჰაუსი“ გამოდს გაფრთხილებით „დემოკრატიის მძლავრ ჩამოშლაზე“ ცენტრალური ევროპის, ბალკანეთისა და ევრაზიის მასშტაბით, სადაც ბევრი ლიდერი ცდილობს გათავისუფლდეს საკუთარი ძალაუფლების დამაბალანსებელი, დარჩენილი მექანიზმებისგანაც.

6 მაისს გამოქვეყნებულ, თავის ყოველწლიურ ანგარიშში „ქვეყნები გარდამავალ პროცესში“/Nations in Transit, ორგანიზაცია წერს, რომ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სულ უფრო მეტ ლიდერს უკვე თავიც კი აღარ მოაქვს დემოკრატიის წესებით მოთამაშედ. „ისინი ღიად ესხმიან თავს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და მუშაობენ ინდივიდუალური თავისუფლებების შესაზღუდად“.

„დადგა დრო, ევროპის იმ ლიდერებმა, რომლებიც თავისუფლების ერთგულნი არიან, ყურადღება მიაქციონ კრიზისს თავიანთ სამეზობლოში. უმნიშვნელოვანესი როლი აქვს შესასრულებელი შეერთებულ შტატებსაც, რომელიც უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიული ღირებულებების დამცველ საგარეო პოლიტიკას“, - ამბობს მაიკლ ჯეი აბრამოვიცი, „ფრიდომ ჰაუსის“ პრეზიდენტი, და დასძენს: „კორონავირუსის კრიზისმა შექმნა ვითარება ცვლილებისთვის, რომლის შემდეგაც სიტუაცია შეიძლება ბევრად გაუარესდეს, ან, პირიქით, დემოკრატია გამოცოცხლდეს. ... ვიმედოვნებთ, რომ ეს გამოცდილება ხაზს გაუსვამს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის მნიშვნელობას და ბიძგს მისცემს ახალ მოთხოვნებს ცვლილებისთვის“.


საქართველო კვლავ რჩება „გარდამავალი მთავრობების/ჰიბრიდული რეჟიმების“ მქონე ქვეყნების კატეგორიაში. განსაკუთრებით შემაშფოთებელ ტენდენციად გამოყოფილია სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის ხელყოფის მხრივ გაუარესებული ვითარება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG