Accessibility links

site logo site logo

აშშ: თალიბანი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს


მარკ ესპერი

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, მარკ ესპერი ამბობს, რომ თალიბანი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, იმ ფონზე, როცა ექსტრემისტთა მხრიდან ძალადობა სულ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის წელს ვაშინგტონთან გაფორმებულ, ისედაც მყიფე ხელშეკრულებას.

ყატარში გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ თალიბანმა და აშშ-მა 29 თებერვალს ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებდა ძალადობის შემცირებას და ნაბიჯების გადადგმას ავღანეთის მთავრობასთან მოლაპარაკების გამართვისთვის, რათა დასრულდეს 18 თვის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი. თუმცა, მას შემდეგ, ექსტრემისტთა მხრიდან თავდასხმები გახშირდა.

ჟურნალისტების მიერ 5 მაისს დასმულ კითხვას, ასრულებს თუ არა თალიბანი ნაკისრ ვალდებულებებს, ესპერმა უპასუხა - „ვფიქრობ, არ ასრულებს“. ამავე დროს, ესპერი ამბობს, რომ ვალდებულებებს არც ავღანეთის მთავრობა ასრულებს. ავღანეთის მთავრობა არ ყოფილა ნაწილი აშშ-სა და თალიბანს შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა, თუმცა შეთანხმება ქაბულს მოუწოდებს ციხიდან გაათავისუფლოს თალიბანის წევრი 5000 პატიმარი, როგორც ნდობის გაჩენისკენ მიმართული ზომა, ავღანეთის შიდა მოლაპარაკებების წინ.

ესპერის თქმით, ხელშეკრულებაში გაწერილი პირობები ავღანეთის მთავრობამაც და თალიბანმაც უნდა შეასრულონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG