Accessibility links

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 88 პირი დაჯარიმდა


გასული დღე-ღამის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 88 ახალი ფაქტი გამოავლინა. მათგან ყველაზე მეტი, 66 ადამიანი კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა.

პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით 19 პირი დააჯარიმა საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვისა და 2-მეტრიანი დისტანციის დაუცველობის გამო, ხოლო მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 2 პირს გამოუწერეს. გამოვლინდა ასევე თვითიზოლაციის დარღვევის 1 ფაქტი.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 15 000 ლარით ჯარიმდება.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა, 31 მარტის 21:00 საათიდან კი კომენდანტის საათი მოქმედებს.

31 მარტიდან დღემდე პოლიციის მიერ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ჯამურად გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 19 მლნ ლარს აღემატება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG