Accessibility links

ჩეხეთი: გამოკვლევის თანახმად, კორონავირუსისადმი იმუნიტეტი მოსახლეობის მხოლოდ 4-5%-ს აქვს


ადამ ვოიტეხი

ჩეხეთში ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ახალი კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი მოსახლეობის მხოლოდ 4-5%-ს აქვს, მას მერე, რაც მრავალკვირიანი მკაცრი საკარანტინო ზომების შედეგად ადამიანების უმრავლესობა ერთმანეთისგან იზოლირებული იყო.

ჯანდაცვის მინისტრმა ადამ ვოიტეხმა 6 მაისს განაცხადა, რომ ტესტი ჩაუტარდა 26549 ადამიანს. შემოწმებულთაგან 107-ს პირველად დაუდგინდა კორონავირუსის ინფექცია. წინასწარი მონაცემებით, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ინფიცირებული არიან, მაგრამ სიმპტომებს არ ავლენენ, შეიძლება 27-დან 38 პროცენტამდე მერყეობდეს.

იმუნიტეტის დონე შედარებით დაბალია ქვეყნის ორ უდიდეს ქალაქში - პრაღასა და ბრნოში, დასძინა ვოიტეხმა.

ჩეხეთი, რომლის მოსახლეობა 10,7 მილიონია, ევროპაში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც მკაცრი აკრძალვები დაწესდა ადამიანების გადაადგილებაზე. ამ ზომებმა შესაძლებელი გახადა პანდემიის გავრცელების შეზღუდვა და, 6 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში დადასტურებულია ინფიცირების 7899 შემთხვევა. აქედან გარდაცვლილია 258 ადამიანი.

ვოიტეხის თქმით, გამოკვლევა გავლენას არ მოახდენს მთავრობის მიმდინარე გეგმაზე, რაც მკაცრი ზომების ნელ-ნელა შემსუბუქებას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG