Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში თავი მოიკლა მილიარდერმა დმიტრი ბოსოვმა


რუსეთში თავი მოიკლა ბიზნესმენმა დმიტრი ბოსოვმა, რომელიც, Forbes-ის თანახმად, რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების ასეულში შედიოდა. მისი სიკვდილის შესახებ „ერბეკა“ იტყობინება. ცნობა დაადასტურა ასევე ტასის წყარომ, რომელიც ბოსოვს იცნობდა. ჯგუფ „ალტეკში“, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბოსოვი, ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ კომენტარი.

ბიზნესმენი 52 წლის იყო. ის იყო „ალტეკის“ უმსხვილესი აქციონერი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. ეს ჯგუფი აკონტროლებს „სიბანტრაციტს“, ასევე „ვოსტოკუგოლს“.

Forbes-ის შეფასებით, ბოსოვი ფლობდა 1,1 მილიარდ დოლარს, რაც ნიშნავს, რომ ის 86-ე ადგილზე იყო რუსეთის უმდიდრეს ადამიანებს შორის.

„სიბანტრაციტი“ გენერალური სპონსორია „ღამის ჰოკეის ლიგისა“, რომლის მატჩებშიც მონაწილეობდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. ბოსოვი მისი ნაკრების შემადგენლობაში თამაშობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG