Accessibility links

უკრაინამ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პირი დააკავა


უკრაინის უშიშროების სამსახური (სბუ) იტყობინება, რომ დააკავა სავარაუდო ჯაშუში, რომელსაც ბრალი ედება რუსეთის სასარგებლოდ „თანამედროვე სარაკეტო სისტემის“ შესახებ მონაცემების შეგროვებაში.

სბუ-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ლუგანსკის რეგიონში მცხოვრები პირი 6 მაისს დააკავეს, როცა ის უკრაინული სისტემის „საიდუმლო ტექნიკური დოკუმენტაციის“ გადაცემას ცდილობდა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურისთვის (ფსბ).

დაკავებული, რომელსაც სახელმწიფო ღალატში ედება ბრალი, უკრაინის სამხედრო მოსამსახურეებს ნაღდ ფულს სთავაზობდა გასაიდუმლოებული ინფორმაციის სანაცვლოდ.

უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობები ისტორიულად ყველაზე დაბალ დონეზეა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძული დაიკავა 2014 წლის მარტში.

ამავე დროს მოსკოვი ხელს უწყობს არეულობას და სეპარატიზმს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, ლუგანსკსა და დონეცკში, სადაც 2014 წლის შემდეგ მიმდინარე კონფლიქტში 13200-მდე ადამიანი დაიღუპა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG