Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაწყებულია გამოძიება უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორის, რუსლან რიაბოშაპკას წინააღმდეგ


რუსლან რიაბოშაპკა
რუსლან რიაბოშაპკა

უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორის, რუსლან რიაბოშაპკას წინააღმდეგ, რომელსაც ორი თვის წინ უნდობლობის ვოტუმის შედეგად დაატოვებინეს თანამდებობა, გამოძიება მიმდინარეობს.

სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ რადიო თავისუფლებას შეატყობინა, რომ მან „სისხლის სამართლის საქმე“ აღძრა რიაბოშაპკას წინააღმდეგ იმის გამო, რაც სისხლის სამართლის კოდექსში აღწერილია, როგორც „ყალბი განცხადების გაკეთება“ და „თანამდებობის პირის მიერ საჩუქრის, დაპირების ან უკანონო მოგების მიღება.“

კორუფციასთან მებრძოლი აქტივისტები მაღალ შეფასებას აძლევდნენ რიაბოშაპკას მისი ძალისხმევის გამო, რაც მიმართული იყო სკანდალებით მოცულ გენერალურ პროკურატურაში წესრიგის დამყარებისა და პროფესიონალური დონის ამაღლებისკენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG