Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთი გახდა ევროპაში პირველი ქვეყანა, სადაც COVID-19-ით 30 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა


დიდი ბრიტანეთი გახდა ევროპაში პირველი (და აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე) ქვეყანა, სადაც, ოფიციალური მონაცემებით, COVID-19-ით 30 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ცნობილი გახდა ოთხშაბათს, უკანასკნელი ერთი დღე-ღამის სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ: ინფექცია დაუდასტურდა კიდევ 6 ათასზე მეტ ადამიანს, გარდაიცვალა 649.

ინფექციის დაწყებიდან დიდ ბრიტანეთში დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 201 ათასს გადააჭარბა, გარდაიცვალა 30076. გარდაცვლილთა რიცხვი ინფიცირების გამოვლენილი შემთხვევების 15%-ს შეადგენს, რაც ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში.

უკანასკნელ დღეებში ბრიტანეთის ხელისუფლება ცდილობს გაზარდოს კორონავირუსის ტესტების რაოდენობა. ბორის ჯონსონის მთავრობამ პირობა დადო, რომ ყოველდღიურად გაკეთდება არანაკლებ 100 ათასი ტესტისა. მაგრამ ამის მიღწევა ვერ ხერხდება. უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში ტესტი ჩაუტარდა 70 ათას ბრიტანელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG