Accessibility links

ტრამპმა ვეტო დაადო რეზოლუციას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს ირანის წინააღმდეგ მოქმედებას უზღუდავს


დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვეტო დაადო ამერიკის კონგრესის რეზოლუციას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას უზღუდავს. მან დოკუმენტს პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის „შეურაცხმყოფელი“ უწოდა.

რეზოლუცია კანონმდებლებმა წარმომადგენელთა პალატაში მას შემდეგ წარადგინეს, რაც 3 იანვარს ტრამპის განკარგულებით აშშ-ის საჰაერო ძალებმა ერაყში მოკლეს ირანის ელიტარული „ყუდსის ძალების“ სარდალი, გენერალი ყასემ სულეიმანი.

დონალდ ტრამპის ვეტოს დასაძლევად სენატში კონგრესმენების ორი მესამედის მხარდაჭერაა საჭირო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG