Accessibility links

Covid-19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6-ით გაიზარდა


საქართველოში 6-ით გაიზარდა ახალი კორონავირუსისგან განკურნებული ადამიანების რაოდენობა. ამ დროისათვის COVID-19 საქართველოში 275-მა ადამიანმა დაამარცხა.

გასული 24 საათის შედეგებით, გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებელი საქართველოში ერთით აღემატება ინფიცირების ახალი შემთხვევების მაჩვენებელს. კერძოდ, გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

stopcov.ge-ს თანახმად, 7 მაისის 10 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი თებერვლიდან დღემდე დადასტურებული აქვს 615 ადამიანს, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 275, გარდაცვლილია 9.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG