Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარინა ეზუგბაია: ხუთივე ახალი დადასტურებული შემთხვევის წყარო ცნობილია


მარინა ეზუგბაია
მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თანახმად, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველას წყაროა ცნობილი:

„3 აქედან საკარანტინო სივრციდანაა და გრძელდება ახლა მათი კონტაქტების ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა...ეს ყველა ცნობილი კლასტერებია, ახალი წყარო ჯერჯერობით არ შეგვმატებია“, - უთრა ჟურნალისტებს მარინა ეზუგბაიამ.

მისი განმარტებით, ინფექციურ საავადმყოფოს ახალი პაციენტი არ შემატებია. ამ დროისათვის კლინიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 47 პაციენტი მკურნალობს. მათგან 1-ის მდგომარეობაა კრიტიკული.

stopcov.ge-ს თანახმად, 7 მაისის 10 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი თებერვლიდან დღემდე დადასტურებული აქვს 615 ადამიანს, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 275, გარდაცვლილია 9.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG