Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარინა ეზუგბაია: გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა უახლოვდება სტაციონარში მყოფთა რაოდენობას


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა ამ დროისათვის სტაციონარში მყოფ პაციენტთა რაოდენობას უახლოვდება:

„275 გაეწერა და 331 მკურნალობს. თუ ეს ასე გაგრძელდება განსხვავება იქნება კარგი და სერიოზული“, - უთხრა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს. მან აღნიშნა, რომ გამოჯანმრთელებულთა შორის 79 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

„მე დიდი იმედი მაქვს,რომ ასე გაგრძელდება და თუ ასე გაგრძელდება, ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაბრკოლება გადავლახეთ. პროგნოზირება ყველგან ძალიან ძნელია, ძალიან რთულია. თუ ჩვენ ყველანი სწორად მოვიქცევით, მთელი ვერტიკალი და მოსახლეობა, იმედია ასეთ მონაცემებს შევინარჩუნებთ და ეს ალბათ იქნება საწინდარი იმის, რომ ვთქვათ, რომ ალბათ ეპიდემიას დავძლევთ“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ კითხვაზე, დაიწყო თუ არა ვირუსმა დაღმასვლა.

stopcov.ge-ს თანახმად, 7 მაისის 10 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი თებერვლიდან დღემდე დადასტურებული აქვს 615 ადამიანს, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 275, გარდაცვლილია 9.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG