Accessibility links

site logo site logo

ახალციხეში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დადასტურდა


ახალციხის ცხელების ცენტრში COVID-19 კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა. საკარანტინე ზონიდან გადაყვანილ პირს, სამედიცინო დაწესებულებამ ლუგარის ლაბორატორიიდან საეჭვო პაციენტების ანალიზის პასუხები დღეს მიიღო. ინფიცირებული უკვე გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებაში.

"11 პასუხი მივიღეთ, აქედან ცხრა პაციენტია, ორი კი ჩვენი თანამშრომელი. ყველა პასუხი უარყოფითია, გარდა ერთისა, რომელიც ბაკურიანის საკარანტინე ზონიდან გადმოიყვანეს. მას მოგზაურობის ისტორია აქვს და ჩვენი რეგიონის მკვიდრი არ არის", - ამბობს კლინიკის დირექტორი, გიორგი ბარძიმაძე.

გიორგი ბარძიმაძის თქმით, შუა ხნის პაციენტს არც მოსახლეობასთან ჰქონია შეხება, რეგიონში ორკვირიანი კარანტინის გასავლელად, იზოლირებულად ჩაიყვანეს.

კორონავირუსი ახალციხეში პირველ პაციენტს 25 აპრილს დაუდასტურდა. მეორე შემთხვევა 29 აპრილს, ხოლო მესამე 30 აპრილს გამოვლინდა. სამივე მათგანი ცხელების ცენტრში საკარანტინე ზონიდან შეიყვანეს.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო მონაცემებით, ვირუსი ლაბორატორიულად 615 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 275 გამოჯანმრთელდა, 9 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG