Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო 24 საათში პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის 77 პირი დააჯარიმა


პოლიციამ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის 77 ადამიანი დააჯარიმა. მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური აქვეყნებს.

ყველაზე მეტი ადამიანი (66) კვლავაც ე.წ. კომენდანტის საათის დროს ქუჩაში ყოფნის დროს დააჯარიმეს, 7 პირი კი შეკრებისა და დისტანციის წესის დარღვევისთვის. დაჯარიმებულთა შორის მოხვდნენ თვითიზოლაციის წესის დამრღვევი (1) და ავტომობილით მგზავრთა გადაყვანის წესების დამრღვევევები (3). სულ გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 231 ათასი ლარია.

31 მარტიდან დღემდე პოლიციამ სულ 6 584 ჯარიმა გამოწერა. მათგან 6 575 ფიზიკურ პირებზე, 9 კი იურიდიულ პირებზე. ფიზიკური პირებისთვის სახდელი 3 ათასი ლარია, იურიდიული პირებისთვის კი - 15 ათასი. ჯამურად ჯარიმების მოცულობა 20 მლნ ლარამდეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG