Accessibility links

გაეროს ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ლიბიაში იბრძვიან რუსეთის „ვაგნერის“ ჯგუფის დაქირავებული სამხედროები


გაეროს ექსპერტების განცხადებით, რუსეთის უსაფრთხოების კერძო ფირმის, „ვაგნერის" დაქირავებული მეომრები ლიბიის სამხედრო მეთაურის, ხალიფა ჰაფთარის მხარეს იბრძვიან დედაქალაქ ტრიპოლის ასაღებად. გაეროს ჯგუფმა, რომელიც ლიბიის სანქციებს უწევს მეთვალყურეობას, თავის ანგარიშში განაცხადა, რომ ჯგუფს 800-დან 1000-მდე მებრძოლი ჰყავს ლიბიაში.

დოკუმენეტში, რომელიც დასავლეთის სააგენტოებმა, The Associated Press-მა, AFP-მა, and Reuter-მა მოიპოვეს, წერია, რომ მათ შორის არიან სნაიპერები და სპეციალიზებული სამხედრო რაზმები. „ვაგნერს“ კრემლთან დაკავშირებული მაგნატი, ევგენი პრიგოჟინი აკონტროლებს. გავრცელებული მოსაზრებით, მასთან ახლო კავშირი აქვს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს და ის ჩართულ იყო კონფლიქტებში აფრიკიდან უკრაინასა და სირიამდე.

ლიბიაში სამოქალაქო ომია მას მერე, რაც მეამბოხეებმა ნატოს მხარდაჭერით მოახერხეს ამ ქვეყნის ხანგძლივი მმართველის, პოლკოვნიკ მუამარ ყადაფის დამხობა 2011 წელს. ახლა კონფლიქტი აქვთ ჰაფთარის მიერ შექმნილ ლიბიის ნაციონალურ არმიას და საერთაშორისოდ აღიარებულ ეროვნული თანხმობის მთავრობას ტრიპოლიში. გაეროს ჯგუფის თანახმად, „ვაგნერი“ ლიბიაშია 2018 წლის შემდეგ. ანგარიშის ავტორები წერენ, რომ მთავრობის მომხრე ძალებმა ხელში ჩაიგდეს იარაღი, რომელის ტიპსაც „ვაგნერის“ მებრძოლები უკრაინასა და სირიაში მოიხმარდნენ. იქვე წერია, რომ „ვაგნერის" მეომრები იყენებენ რუსეთის არმიისთვის ტიპიურ სამხედრო აღჭურვილობას. ანგარიში ასევე ადასტურებს, რომ ლიბიაში მოქმედებს უსაფრთხოების კერძო ფირმა, Российские Системы Безопасности, (РСБ). გაეროს ექსპერტების თანახმად, მიმდინარეობს კვლევა, იბრძვის თუ არა ლიბიაში რუსეთის კიდევ ორი სხვა ჯგუფი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG