Accessibility links

აშშ-ის მეცხრე კონგრესმენი მიემხრო საქართველოს მთავრობისათვის სანქციების დაწესების ინიციატივას


ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობისა და მთავრობის ცალკეული წარმომადგენლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, კიდევ ერთი კონგრესმენი, რობ ბიშოპი შეუერთდა.

რიგით მეცხრე კონგრესმენმა სანქციების პროექტს მხარდაჭერა 5 მაისს გამოუცხადა.

რესპუბლიკელი კონგრესმენი რობ ბიშოპი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში იუტას შტატს წარმოადგენს.

რესპუბლიკელი კონგრესმენის, მარკვეინ მალინის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებს არაერთი სახის სანქციას როგორც საქართველოს მთავრობისთვის, ასევე მთავრობის ყოფილი ან მოქმედი წარმომადგენლებისთვის, რომლებიც მხილებული იქნებიან ამერიკელი ბიზნესმენების შევიწროებაში.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მარკვეინ მალინმა 16 იანვარს ტვიტერზე გამოაქვეყნა ღია წერილი, რომლის ადრესატიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია იყო. თემები, რომლებსაც მალინის წერილი ეხებოდა, იყო:

„განგრძობადი გადახვევა“ საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებიდან; გაუარესებული ბიზნესკლიმატი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის; განგრძობადი უარყოფითი ტენდენცია დემოკრატიული და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში; ამერიკული და ევროპული ინტერესების შევიწროება; „ფეისბუკის“ მიერ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პროსახელისუფლებო გვერდების დაბლოკვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG