Accessibility links

ევროკავშირი ბალკანეთს უფრო მეტად უჭერს მხარს ჩინეთისა და რუსეთის მცდელობის ფონზე, გავლენა გაზარდონ რეგიონში


ევროკავშირის ლიდერებმა დასავლეთ ბალკანეთის ექვს სახელმწიფოს დაუდასტურეს „არაორაზროვანი მხარდაჭერა“ ბლოკში შესაძლო გაწევრიანების საქმეში და მათ ახალი საფინანსო დახმარება შესთავაზეს კორონოვარიუსის კრიზისის დაძლევის პირობებში.

რეგიონში რუსეთისა და ჩინეთის მცდელობის ფონზე, გაზარდონ გავლენა ამ ქვეყნებზე, ევროკავშირმა 6 მაისს ორსაათიანი ვიდეოკონფერენცია გამართა ალბანეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, კოსოვოს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და სერბეთის წარმომადგენლებთან ერთად. სამიტზე გაწევრიანების გარშემო არ უსაუბრიათ.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს კორონავირუსის პანდემიის სოციალ-ეკონომიკური ზეგავლენა. პანდემიამ კონტინენტზე 140 ათასი ადამიანი იმსხვერპლა, შეაჩერა ეკონომიკური ზრდა და ევროკავშირის ლიდერებს შეუმცირა ბლოკის გაფართოების სურვილი.

„დასავლეთი ბალკანეთი ევროკავშირს ეკუთვნის და ეს განხილვის თემა არაა“, განაცხადა ევროკავშირის კომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა სამიტის შემდეგ. მან დასძინა, რომ ევროკავშირს აქვს „საგანგებო პასუხისმგებლობა რეგიონში პარტნიორებისთვის მხარდაჭერის გაწევის მხრივ“ და განსაკუთრებით „ეს ეხება კორონავირუსის გავლენას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG