Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა რუს სამხედროებს საბრძოლო მოვალეობის შესრულების დროს ტელესაკომუნიკაციო საშუალებების მოხმარება აუკრძალა


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გამოსცა განკარგულება, რომლითაც შეიარაღებული ძალების მოსამსახურეებს აეკრძალათ მობილური ტელეფონების, ტაბლეტების და სხვა მსგავსი მოწყობილობის მოხმარება სამსახურში ყოფნისას, საბრძოლო მოვალეობის შესრულებისას, საგანგებო ან სამხედრო მდგომარეობის დროს დავალების შესრულებისას, საერთაშორისო ტერორისტული მოქმედების აღკვეთისას, სამხედრო მორიგეობის და სამხედრო მანევრების დროს. აკრძალვა ეხება მოწყობილობებს, რომლებსაც შეუძლიათ ინფორმაციის ჩაწერა და შენახვა, ასევე მოწყობილობებს, რომლებიც აღნუსხავენ ლოკაციას და შეუძლიათ ფოტო- და აუდიომასალის გაგზავნა.

კანონის დარღვევა დაისჯება მკაცრი დისციპლინური სასჯელით, წერა განკარგულებაში.
მსგავსი კანონი, რომელიც შარშან დამტკიცდა, კრძალავს სამხედრო პერსონალის მიერ ისეთი ელექტრომოწყობილობების მოხმარებას და ტარებას, რომლებსაც აქვთ კამერა და შეუძლიათ ინტერნეტთან კავშირის დამყარება.
გასულ წლებში იყო შემთხვევები, როცა რუსეთის სამხედროები აქვეყნებდნენ თავიანთი ნაწილების ადგილმდებარეობის და მოძრაობის ამსახველ ინფორმაციას.

ზოგიერთი ფოტო- და ვიდეომასალა გამოყენებულ იქნა რუსეთის სამხედრო ძალების აღმოსავლეთ უკრაინაში ყოფნის დამადასტურებლად. ამ არეალში სეპარატისტები მთავრობის ჯარს ებრძვიან რუსეთის მხარდაჭერით 2014 წლის მერე.
რუსეთი უარყოფს თავისი ჯარის ყოფნას უკრაინაში.

უფლებადამცველ ორგანიზაციებს ხელში ჩაუვარდათ ინტერნეტით გავრცელებული ვიდეო- და ფოტომასალა, რომელიც ამტკიცებდა რუსეთის სამხედროების სასტიკ მოპყრობას ახალწვეულებისადმი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG