Accessibility links

ცხინვალში 11-მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა


7 მაისის დილის მონაცემებით სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 11 -მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, ამის შესახებ სააგენტო „რეს“-ს დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარიული სამსახურის უფროსის მოადგილემ ანა გაგლოევამ განუცხადა. მისი სიტყვებით უკანასკნელი ტესტირების შემდეგ 8 ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

„ამგვარად უკვე 11 პაციენტია, ერთი მათგანი კაცია, რომელიც ჩდილოეთ ოსეთდან ჩამოვიდა, ასევე არიან სტუდენტები, რომლებიც ამ კვირაში რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებიდან ჩამოვიდნენ“,- განაცხადა მან.

მისი სიტყვებით დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში 160 სტუდენტი დაბრუნდა, რომლებიც რუსეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლობენ, ყველა მათგანი ან კარანტინში და სახრეთ ოსეთის სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. ამასთან სასტუმრო „ალანის“ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 9 მძღოლი.

ანა გაგლოევას განცხადებით ყველა ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

6 მაისს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 3 კოვიდინფიცირებულის შესახებ იტყობინებოდნენ. ახალგორელმა აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კორონავირუსი არ დაუდგინდა ახალგორის მკვიდრ ქალს, რომელსაც მანამდე გამოკვლევა ჩაუტარდა.


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG