Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გირჩის“ აქცია-სეირნობაზე დაკავებული 2 გოგო 1000-1000 ლარით დააჯარიმეს


პარტია „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ორგანიზებულ აქცია-სეირნობაზე დაკავებული ორი ადამიანი 1000-1000 ლარით დააჯარიმეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 7 მაისს, 16 საათზე გახდა ცნობილი. 3 დაკავებულიდან 2 პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დაჯარიმდა, მესამე კი გაფრთხილებით გაათავისუფლეს.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით აქცია-სეირნობას ორგანიზება 23 აპრილს გაუკეთა. მის პროტესტს 20-მდე ადამიანი შეუერთდა იპოდრომზე.

ახალი კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ, საქართველოში მასობრივი თავშეყრა აკრძალულია. ამის გამო, ზურა ჯაფარიძესა და მის 14 თანამოაზრეს 3 000-ლარიანი ჯარიმები გამოუწერეს.

3 ადამიანი წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს, ზოგიერთი მათგანი - ძალის გამოყენებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG