Accessibility links

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, 2020 წელს ტურების 58%-დან 78%-მდე კლებაა მოსალოდნელი


ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციამ (UNWTO) გამოაქვეყნა პანდემიის შემდეგ საერთაშორისო ტურიზმის დარგის ვარდნისა და აღდგენის სამი სცენარი.

2020 წელს ტურისტულ მოგზაურობათა რიცხვი მინიმუმ 58%-ით შემცირდება. თუმცა, ორგანიზაციის თანახმად, უფრო სავარაუდოა 78%-იანი ვარდნა.

მგზავრობების რაოდენობა 58%-ით შემცირდება იმ შემთხვევაში, თუკი სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები ივლისის დამდეგს დაიწყებენ საზღვრების ეტაპობრივად გახსნას და მოგზაურობაზე შეზღუდვების შესუსტებას.

მეორე სცენარით, ტურისტულ მოგზაურობათა რიცხვი 70%-ით შემცირდება, თუკი მთავრობები ასეთ გადაწყვეტილებებს სექტემბრის დასაწყისისთვის მიიღებენ.

მესამე და ყველაზე უარესი სცენარი სავარაუდოა იმ შემთხვევაში, თუკი საერთაშორისო ტურიზმი დეკემბრამდე არ დაიწყებს აღდგენას. ამ სცენარით, 2020 წელს მგზავრობების რიცხვი 78%-ით შემცირდება.

UNWTO-ის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის გამო შეიძლება გაუქმდეს 850 მილიონიდან 1,1 მილიარდამდე მგზავრობა. საერთაშორისო ტურიზმიდან ეროვნული ეკონომიკების შემოსავლების კლებამ1,2 ტრილიონ დოლარს შეიძლება მიაღწიოს. UNWTO აღნიშნავს, რომ ამჟამინდელი კრიზისი ყველაზე მძიმეა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG