Accessibility links

დონალდ ტრამპისა და მაიკ პენსის ტესტირების შედეგები covid-19-ზე უარყოფითი იყო


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ტესტმა ახალ კორონავირუსზე უარყოფითი შედეგები აჩვენა.

მათ ტესტირება მას შემდეგ ჩაიტარეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ტრამპის მრჩეველს ვირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, აღნიშნული სამხედრო პირია და იგი თეთრ სახლში მუშაობს:

„თეთრი სახლის სამედიცინო სამსახურმა შეგვატყობინა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების წარმომადგენელს, რომელიც თეთრი სახლის ტერიტორიაზე მუშაობს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა ანალიზი ჩააბარეს. ანალიზის შედეგები უარყოფითია. ორივე სავსებით ჯანმრთელია“, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰოგან გიდლიმ.

თავად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი მედიასთან აღნიშნა, რომ ინფიცირებულ პირთან ძალიან მცირე კონტაქტი ჰქონდა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ covid-19-ზე ტესტირებას ყოველდღიურად ჩაიტარებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG