Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქობულეთის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში დღეიდან შეზღუდვების მოხსნა დაიწყება


ქობულეთის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში დღეიდან ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა დაიწყება. ამის შესახებ 7 მაისს საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკური გუნდის სხდომის დასრულების შემდგ განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

მისი თქმით, ყოველდღიურად 300-ზე მეტი ტესტირება ტარდება და ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აჭარაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა აღარ დადასტურებულა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში, გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები 12 აპრილს დაწესდა. ამის მიზეზი ინფიცირებულების კონტაქტების ფართო წრე იყო. სოფლებში შესვლა და გამოსვლა აკრძალული იყო, მოქმედებდა სპეციალური რეჟიმი.

საქართველოში ამ დროისათვის ახალი კორონავირუსით ინფიცირების 615 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 275, გარდაცვლილია 9.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG