Accessibility links

საქართველოში COVID-19-ისგან კიდევ 13 ადამიანი განიკურნა


გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19-ით ინფიცირებულთაგან კიდევ 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

STOPCOV.GE-ის მიერ 8 მაისის 10 საათის შემდეგ განახლებული მონაცემების თანახმად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 275-დან 288-მდეა გაზრდილი.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირების ახალ შემთხვევათა რაოდენობას 5-ით აღემატება. 8 მაისის დილისთვის დაავადების 8 ახალი შემთხვევაა დადასტურებული.

ახალი კორონავირუსით ინფიცირება თებერვლიდან დღემდე 623 ადამიანს დაუდგინდა, მათგან გარდაცვლილია 9.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG