Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმი, სავარაუდოდ, კორონავირუსით დაინფიცირდა


ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმი, რომელიც ამავდროულად საგარეჯოშიც მუშაობდა, პირველადი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ თქვა, მას განმეორებით ჩაუტარდება PCR ტესტი.

"ყოველი შემთხვევისთვის კონტაქტები შესწავლილია, რომ დადებითის დადასტურების შემთხვევაში დრო არ დაიკარგოს. თვითონ მედიკოსი მოთავსებულია იზოლირებულად, ბოქსირებულ პალატაში და ელოდება განმეორებით კვლევას", - თქვა სონღულაშვილმა.

მისი თქმით, დაინფიცირების დადგენა რთულია, რადგან კლინიკაში უსაფრთხოების ზომები მაღალ დონეზეა დაცული და ინფიცირება თითქმის გამორიცხულია.

ახალი კორონავირუსით ინფიცირება თებერვლიდან დღემდე 623 ადამიანს დაუდგინდა, მათგან გარდაცვლილია 9. ინფიცირებულ პაციენტებს შორის ჯერ ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმი არ არის მითვლილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG