Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Covid-19-ის 8 ახალი შემთხვევის წყაროები ცნობილია


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირების რვავე ახალი დადასტურებული შემთხვევების წყაროები დადგენილია:

"ყველას წყარო ცნობილია, უბრალოდ 4 კარანტინის სივრციდანაა დანარჩენები კი კონტაქტები არიან“, - უთხრა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს.

მისი განმარტებით, 8 ახალი პაციენტიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში არც ერთი არ განთავსებულა.

ამ დროისათვის კლინიკაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევით 44 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობაა კრიტიკული, 1-ის კი მძიმე.

8 მაისის დილის მონაცემებით, ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 623 შეადგინა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 13 -ითა გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რიცხვიც. ამ დროისათვის განკურნებულია სულ 288 ადამიანი, გარდაცვლილია 9.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG